Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მონაწილეობა EURIE 2026 - ევრაზიის უმაღლესი განათლების სამიტში სტამბულში

2026 წლის 6-9 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელმა, ლელა ჯავახიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევრაზიის უნივერსიტეტების კავშირის ყოველწლიურ შეკრებაში - ევრაზიის უმაღლესი განათლების სამიტში „EURIE 2026“, რომელიც გაიმართა სტამბულში (თურქეთი). სამიტის ფარგლებში ჩატარებული მრავალფეროვანი ღონისძიებები მიეძღვნა უმაღლესი განათლების მართვისა და ინტერნაციონალიზაციის აქტუალურ საკითხებს.

 

უნივერსიტეტის საერთაშორისო რანჟირების სისტემებში პოზიციონირების გაუმჯობესებისა და ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო ლელა ჯავახიშვილის მიერ სამიტის მონაწილეებისთვის გამართული პრეზენტაცია, ასევე თსუ-ის ინტერნაციონალიზაციის შესახებ საინფორმაციო პოსტერის წარდგენა, რომელიც სპეციალურად მომზადდა აღნიშნული ღონისძიებისთვის. პრეზენტაციამ დამსწრე აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია.

თარიღი: 10/04/2026